ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ სტამბოლში გადაჰყავთ

ცოტნე გამსახურდია  სამკურნალოდ თურქეთში გადაჰყავთ. ოჯახის ინფორმაციით, პირველი პრეზიდენტის ვაჟი მკურნალობას სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში გააგრძელებს. 

ცოტნე გამსახურიდია 19 დეკემბერს, ვერაზე, საკუთარ  სახლთან დაჭრეს. მისი მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა.

საქმეზე 5 ადამიანი  დააკავეს. 22 დეკემბერს სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას საქმეზე 4 დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა, 1 კი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.