ცოტნე გამსახურდიას დამატებითი ოპერაცია აღარ სჭირდება, განაგრძობს მკურნალობას- გამსახურდიას მეუღლე

ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის თქმით, საქართველოში ჩატარებული ოპერაციები თურქეთის ამერიკულ კლინიკაში დადებითად შეაფასეს და მას დამატებით ოპერაციები აღარ სჭირდება.

“ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მეც მივდივარ ახლა თურქეთში. გამოკვლევები და მკურნალობა უტარდება, არანაირი ოპერაცია საჭირო არ არის. ოპერაციები, რომელიც საქართველოში ჩატარდა, ძალიან კარგად შეაფასეს, არც მკურნალობაზე არ ყოფილა რაიმე პრეტენზიები გამოთქმული. მკურნალობას განაგრძობენ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ყველაფერი კარგად იქნება”, – ამბობს ანა ჯაბაური.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. ამ ფაქტზე 4 ადამიანია დაკავებული. სამხილების არარსებობის გამო ერთი პირი გაათავისუფლეს.