ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულები მათი ადვოკატის განცხადებით ინციდენტამდე ერთ სუფრასთან იმყოფებოდნენ.
ადვოკატის თქმით ინციდენტი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ მოხდა. გამსახურდიას ჭრილობები დანით მიაყენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 4 პირი დააკავეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ პირს 7-დან 15 წლამდე ვადით, ხოლო ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ პირებს კი – 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ცოტნე გამსახურდია კვლავ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში რჩება და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.