ცოტნე გამსახურდია ხეჩინაშვილის კლინიკაში ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მედიკოსების გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობას სტაბილურად მძიმედ აფასებენ.
“პაციენტი კვლავ სტაბილურად მძიმეა. გართულებას ადგილი არ ჰქონია. სასიცოცხლო პარამეტრები ნორმის ფარგლებშია. იმყოფება მართვით სუნთქვაზე. სამკურნალო-დაცვითი ნარკოზის ქვეშ,” – აღნიშნა ექიმმა ბესარიონ გოგიტიძემ.
შეგახსენებთ,გამსახურდია 4 დღის წინ ვერაზე, გალის ქუჩაზე დაჭრეს.