ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ტატო ღარიბაშვილი მომხდარის პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს, -ამის შესახებ ჟურნალისტებს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ღარიბაშვილის ადვოკატმა რომან ნადირაძემ განუცხადა.
ნადირაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფს რამდენიმე წუთის წინ შეხვდა.
„ჯერ ბრალი არ წარუდგენიათ, გავესაუბრე. ჯერ არავინ არავის არაფერს არ ედავება. ბრალი არავის აქვს წარდგენილი. მის პოზიციაზე ვერ ვისაუბრებ. კატეგორიულად გამაფრთხილა, რაიმე არ ვთქვა. მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ ვერაფერს ვიტყვი. პოლიტიკური მოტივი არ არის”, – განაცხადა რომან ნადირაძემ.