ცოტნე გამსახურდიას სამკურნალოდ საზღვარგარეთ წაიყვანენ

საქართველოს პირველი პრეზიდენტის  შვილს  ცოტნე გამსახურდიას საზღვარგარეთ სამკურნალოდ წაიყვანენ. როგორც ცოტნეს ძმა კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს, ამჟამად მიმდინარეობს ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა შესაბამის კლინიკაში ტრანსპორტირებითვის.

“ამჟამად მდგომარეობა ასეთია: ცოტნე მართვით სუნთქვაზე რჩება, ნარკოზის მდგომარეობაში. ექიმებმა გააკეთეს მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა. ახლა დგას საკითხი მისი გადაყვანისა საზღვარგარეთის რომელიმე წამყვან კლინიკაში სადაც გარკვეულ ხანში, როდესაც ამის დრო იქნება, მოხდება მისი გამოყვანა ნარკოზიდან, გაგრძელდება მკურნალობა და ამის შემდგომ გადავა რეაბილიტაციაზე. ამჟამად მიმდინარეობს ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა შესაბამის კლინიკაში ტრანსპორტირებითვის,”-წერს კონსტანტინე გამსახურდია.