ვაკეში, ჭავჭავაძის 15 ნომერში სპეცოპერაცია და ჩხრეკვა მიმდინარეობს. კომპანია ,,მს”-ის ხელმძღვანელის და პაატა ბურჭულაძის შვილის, შუქრი ბურჭულაძის ინფორმაციით, ერთ-ერთმა თანამშრომელმა 5 ახლობელს მთავრობის სახელით პანიკის შემცველი სმს-ები გაუგზავნა.
მისი თქმით, ეს უბრალოდ გაუგებრობაა, ერთ-ერთმა თანამშრომელმა ცუდად იხუმრა და 50 კაციანი, ასეთი მასშტაბური სპეცოპერაციის ჩატარების საჭროება არ იყო.
,,ჩვენმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა, როგორც ჩვენ გავარკვიეთ შიდა მოძიებით, 5 თავის ახლობელს ნომრებზე გაუგზავნა მთავრობის სახელით შეტყობინებები. გაუგებრობა მოხდა, ჩვენმა თანამშრომელმა გაიხუმრა ძალიან ცუდად. ამის გამო ჩვენ მივიღეთ ზომები და თავისივე თანხმობით გავათავისუფლეთ.გამოჩნდება რომ არაფერშუაში არ ვართ და 50 კაციანი სპეცოპერაციის საფუძველი არ არსებობს” – აცხადებს შუქრი ბურჭულაძე.
ამ წუთებში ადგილზე მობილიზებული არიან სუს-ისა და შსს-ს თანამშრომლები.