ტელეკომპანია “იმედის” მენეჯმენტში ცვლილებებია. “იმედის” აღმასრულებელ დირექტორად პირველი არხის ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა დაინიშნა.
გიორგი ცხვიტავა სამხედრო ჟურნალისტია და ის საზოგადოებრივ მაწუყებელზე გადაცემა “ახალ კვირაში”მუშაობდა.
ცოტა ხნით ადრე კი ცვლილებები განხორციელდა საინფორმაციო სამსახურშიც, საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ნანა ლეჟავას ნაცვლად ჟურნალისტი ინგა დადიანი დაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ მაისში შეიცვალა გენერალური დირექტორიც და ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ელდარ მდინარაძე დაინიშნა, რომელმაც ამ პოსტზე გიორგი კალანდარიშვილი შეცვალა.