შვედეთში ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვებთ“ წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა.ამის შესახებ ინფორმაციას შვედური მედია ავრცელებს.
The Guldbagge Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც სტოქჰოლმში ჩატარდა, მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი ჟიურიმ საუკეთესო მსახიობად აღიარა.