შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სექსუალურ კავშირზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც ცნობილი გახდა, დაკავებული გოგო ორსულობისას 16 წელს მიუღწეველი იყო. შესაბამისად, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით აღიძრა, რაც 16 წლამდე მიუღწეველ პირთან სექსუალურ კავშირს გულისხმობს. დანაშაული 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში დაღუპული ბავშვის მამას პატიმრობა ემუქრება.
22 მაისს სოფელ აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობის, ბავშვის 16 წლის დედა დააკავეს. მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მუხლი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს გულისხმობს უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას. ეს მუხლი13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.