დააკავეს მამაკაცი, რომელიც ბინის მფლობელებს პოლიციის სახელით ემუქრებოდა

პოლიციამ 32 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც პოლიციელის სახელით ბინის მფლობელებს ემუქრებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, დროებითი საცხოვრებლის შესაძლო ქირავნობის მიზნით, ტელეფონით დაუკავშირდა თბილისში, ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე ბინის მფლობელებს, რა დროსაც მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამავე დღეს განხორციელებული სატელეფონო საუბრის დროს, მ.ბ. მოსაუბრეებს გაეცნო როგორც პოლიციის თანამშრომელი – ლევან მაისურაძე და ბინის მფლობელებს პოლიციის სახელით დაემუქრა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება მუქარის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.