ბურიატიის და ირკუტსკის ოლქის საზღვარზე იაკუტელი შამანი ალექსანდრე გაბიშევი დააკავეს, რომელიც მოსკოვში პუტინის „განსადევნად“ მიდიოდა. ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს.
BBC-ის ინფორმაციით, თვითმხილველები აცხადებენ, რომ პოლიცია ორი ავტობუსით მოვიდა და შამანი თავისი ურიკით წაიყვანა. ზოგიერთი კი იმასაც აცხადებს, რომ შამანი უცნობმა პირებმა გაიტაცეს.
ალექსანდრ გაბიშევმა თავისი მსვლელობა წელს მარტში დაიწყო და უკვე 2 800 კილომეტრზე მეტი გაიარა.