ქუთაისის პარლამენტის შენობის შენარჩუნების მოთხოვნით გამართულ აქციაზე თავისუფალი საქართველოს წევრმა, გოგი წულაიამ განაცხადა, რომ შენობის გაყიდვა ქალაქისთვის ბოლო იმედის წართმევაა.
“ისედაც მომაკვდავ, დაბეგვილ, ნაცემ ქალაქს ამ იმედსაც რომ წაართმევ, ხარ უზნეო და ფეხებზე გკიდია საერთოდ რეგიონები, ქალაქები და ა.შ”, – განაცხადა მან ფორმულასთან საუბრისას.
აქციაზე შეკრებილების აზრით, პარლამენტის დედაქალაქში გადასვლამ ისეც წაართვა ქალაქს განვითარების პერსპექტივა, შენობის გაყიდვა კი ამ შანსებს საერთოდ მოსპობს.
შენობის გაყიდვა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დაანონსა. მისი თქმით, ქუთაისი საგანმანათლებლო ცენტრი გახდება, რომლის მნიშვნელობაც ქალაქისთვის უფრო მეტი იქნება, ვიდრე პარლამენტი.