დაბრუნდება თუ არა პარლამენტში ზაქარია ქუცნაშვილი

დაბრუნდება თუ არა ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი საკანონმდებლო ორგანოში, ამ საკითხთან დაკავშირებით ის საკუთარ პოზიციას ორშაბათს დააფიქსირებს. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ქუცნაშვილი სწორედ 20 იანვარს განაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

ზაქარია ქუცნაშვილის კვლავ საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც უმრავლესობის წევრმა ოთარ ჩრდილელმა განაცხადა, რომ ის დეპუტატის მანდატს ტოვებს. ჩრდილელის შემდეგ, „ქართული ოცნების“ პარტიული სიით ადგილს სწორედ ზაქარია ქუცნაშვილი იკავებს.

ქუცნაშვილმა  „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, თუმცა საზოგადოებას მას შემდეგ გააცნობს, რაც ოთარ ჩრდილელს დეპუტატის უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდება.

შეგახსენებთ, რომ ქუცნაშვილმა დეპუტატის მანდატი გასული წლის ზაფხულში გავრილოვის სკანდალის გამო დატოვა.