„დაჩქარებული წესით ყადაღა სამართლებრივად არ არსებობს”-პაატა სალია ია კიწმარიშვილს პასუხობს

„დაჩქარებული წესით ყადაღა სამართლებრივად არ არსებობს”-ასე ეხმაურება “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ია კიწმარიშვილის განცხადებას.

ეროსი კიწმარიშვილის მეუღლემ  მიმართვაზე,სასამართლოს მიმართავს, კომპანიის ქონებას ყადაღა დაჩქარებული წესით დაედოს და ამით თავიდან იქნას აცილებული თაღლითური გარიგებები.

პაატა სალია ამბობს, რომ არ არსებობს ასეთი სამართლებრივი განმარტება როგორიც არის დაჩქარებული წესით ყადაღის დადება.სალიას ეჭვი აქვს,რომ  კიწმარიშვილის მეუღლემ განცხადება იურისტებთან კონსულტაციის გარეშე გამოაქვეყნა.

„დაჩქარებული წესით ყადაღა სამართლებრივად არ არსებობს. ყადაღას სასამართლო ისედაც იყენებს როგორც ერთ-ერთი უზრუნველყოფის ღონისძიებას 24 საათის განმავლობაში მიმართვიდან. რაც შეეხება ია კიწმარიშვილის განცხადებას, მე ვფიქრობ რომ ეს განცხადება მომზადებულია სამართლებრივი კონსულტაციის გავლის გარეშე. ვინაიდან მასში გვხვდება ისეთი ტერმინები, რომელიც არ არის დამახასიათებელი სამოქალაქო დავისთვის. საუბარი არის თაღლითობაზე. თუ თაღლითობა იყონ ჩადენილი ოდესმე ქიბარ ხალვაშის მიერ ამაზე აქამდეც უნდა ყოფილიყო სისხლის სამართლის კუთხით მათი განცხადება გაკეთებული. ქიბარ ხალვაშმა 2008 წელს მიმართა პროკურატურას. არც ერთ სხვა პირს, არც აქიმიძე, დვალს ან კიწმარიშვილს არ მიუმართავთ იმ პერიოდში პროკურატურისთვის. აქიმიძეს და დვალს მიმართული აქვთ 2012 წელს. ჩემთვის უცნობია საერთოდ მიმართული აქვს თუ არა პროკურატურისთვის ია კიწმარიშვილს. სამართლებრივი დავა დასრულებულია ამ საკითხზე. ქიბარ ხალვაში მიჩნეულია სასამართლოს მიერ კანონიერ მესაკუთრედ. შესაბამისად, არანაირი შეზღუდვა მას გაასხვისოს ეს წილები არ გააჩნია. გაურკვეველია რა თაღლითობაზეა საუბარი,”-განაცხადა პაატა სალიამ.