გამომძიებელ მარიანა ჩოლოაინის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება დაცვის მხარემ გაასაჩივრა. მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა თეონა გვაზავამ განაცხადა, რომ დაცვის მხარე ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს.
ადვოკატების საჩივართან დაკავშირებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 72 საათის განმავლობაში უნდა იმსჯელოს.
შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი საავადმყოფოდან რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მარიანა ჩოლოიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში წარედგინა, რაც მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.