“დადიოდა სისხლიანი დანით და იძახდა ორი კაცი მოვკალი მიშველეთო” – რას ყვებიან აგარაში მომხდარ მკვლელობაზე თვითმხილველები

აგარაში მოკლულ 41 წლის მამაკაცს ექსპერტიზა ჩაუტარდა.41 წლის მამაკაცს 16 ჭრილობა მეზობელმა მიაყენა, რის შემდეგაც მან საკუთარი მეუღლე დაჭრა. მკვლელობის მიზეზად ეჭვიანობა სახელდება. ცხედარი სახლში უკვე გადაასვენეს. 

„არც იყო 11-ის ნახევარი, ახალი ამოსულები ვიყავით სახლში და მეზობელმა დაგვირეკა რომ ავთო ჰქვია ბიძაჩემს და დადისო სისხლიანი დანით და იძახისო, რომ ორი კაცი მოვკალიო. მერე ჩამოვიდა დედაჩემი დაბლა და რომ ავიდა სახლში გონზე იყო და იძახდა მიშველეთო. გონება აქვს დაკარგული ახლა. ძალიან მძიმედ არის,“-განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის და ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.