დავით გარეჯში ვითარება ისევ დაძაბულია. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები გარეჯში მთელი ღამის განმავლობაში პატრულირებდნენ.
დავით ქაცარავას ინფორმაციით, დავით გარეჯში გუშინ, ადგილობრივ მოსახლეობასა და აზრებაიჯანელ მესაზღვრეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
ქაცარავა და აქტივისტები გარეჯში მას შემდეგ ჩავიდნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ტაძრებიდან ხატები გამოიტანეს, ქართველ მესაზღვრეებს გადასცეს და უთხრეს, რომ მათ ტერიტორიაზე ამ ხატების ადგილი არ იყო.
წინააღმდეგობის მიუხედავად, მრევლმა სიწმინდეები კელიებში ისევ დააბრუნა.