“დაგიმტვრევ ეხლა ამას”-სტიქაროსანი ჟურნალისტს ფიზიკურად დაუპირისპირდა

ზუგდიდში,  ვლაქერნობის წირვის დასრულების შემდეგ “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტს ემა გოგოხიას სტიქაროსანი დაუპირისპირდა. 

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ჟურნალისტი შეკითხვების დასმას  კათოლიკოს პატრიარქის თანამოსაყდრისა  და სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის შიოსთვის ცდილობდა. 

მიტროპოლიტმა შეკითხვებს არ უპასუხა და მანქანაში ჩაჯდა. სტიქაროსანმა კი ემა გოგოხიასთვის მიკროფონის წართმევა ცადა და ძალის გამოყენებით გაწია.

ფაქტის ამსახველ ვიდეოს “ლაივპრესი” ავრცელებს.

ამის შემდეგ სტიქაროსანი და მისი თანხმლები პირები  ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში ხელს უშლიდნენ.