“დაგვიბრუნეთ მამა, მამა გვენატრება, ნუ დაგვაობლებთ” – დეკანოზი გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები საპატრიარქოსთან აქციას მართავენ. ისინი ითხოვენ, რომ საპატრიარქომ მამა გიორგის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტს მიმართოს.
მამა გიორგი მამალაძის ძმა აცხადებს, რომ თუკი მათი მოთხოვნა არ შესრულდება, აქციები საპატრიარქოსთან გაგრძელდება.
„მას გადაწყვეტილი ჰქონდა და ეპისკოპოსებს უთხრა, რომ მიემართათ პრეზიდენტისთვის, წერილი დაეწერათ, მაგრამ ამ ქალბატონმა, რომელიც აქ მოკალათებულია, შორენამ პატრიარქის ნება-სურვილი გადაწონა და თავის ნება-სურვილზე წაიყვანა ყველა და ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ჩემი მოლოდინი არის ასეთი, რომ თუკი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაიბრუნებს იმ ძალაუფლებას, რაც იურიდიულად მას გააჩნია ეკლესიაში, ამის შემდეგ, ჩემი აზრით, ჩემი ძმის შეწყალება მოხდება, მაგრამ სამწუხაროდ, სანამ ამ ქალბატონს სადავეები ხელში უჭირავს, მანამდე საქართველოს ეკლესიაში სიკეთე არ იქნება,“ – განაცხადა მამა გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ.