“დაგვთვალეთ” – პარლამენტთან აქციის მონაწილეებს საკუთარი ციფრი აქვს

ამ წუთებში პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეები ისევ აპროტესტებენ სისხლიან ღამეს და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ. უკანასკნელი 1 თვეა გაბრაზებული მოქალაქეები პასუხისმგებელი პირების დაკავებას, პირველ რიგში კი გახარიას გადადგომას, უწყვეტ რეჟიმში ითხოვენ.

დღევანდელ აქციაზე ისინი ბანერებით მივიდნენ, რომლებზეც რიცხვებია გამოსახული – ეს სიმბოლური ნიშანია მათი სიმრავლისა და პასუხი ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პარლამენტის წინ 200 კაცი დგას, ისიც ოპოზიციის მობილიზებული.