“თანასწორობის მოძრაობა” შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს დაიცვას “და ჩვენ ვიცეკვეთ” კინოსეანსებზე დამსწრეთა უსაფრთხოება!
“ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” მიმართ საზოგადოების ინტერესი დიდია. გაიყიდა ყველა ბილეთი. ამ ფონზე, ჰომოფობიური ჯგუფები ემზადებიან მანიფესტაციის გამართვისთვის, აპირებენ კინოთეატრების გადაკეტვას, რაც ზრდის საფრთხეს, რომ თავს დაესხმებიან ფილმზე დასასწრებად მისულ ადამიანებს. მათ, საპატრიარქოსთან აფილირებულ ჯგუფებს, ზურგს უმაგრებს, ეკლესიის პრესმდივნის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაც, რომ ისინი პროტესტით ხვდებიან ფილმის პრემიერას.
ვთვლით, რომ ჰომოფობიურად განწყობილ ჯგუფები, მიუხედავად მათი სურვილისა “მაჰათმა განდის მშვიდობიანი მეთოდებით” პროტესტს მიმართონ, შორს დგანან მანიფესტაციის მშვიდობიანი ფორმებისგან. ისინი ხშირად პოლიციასთან კონფრონტაციასაც კი არ ერიდებიან. რაც არაერთხელ დადასტურებულა (12-13 მაისი 2019, 17 მაისი).
დაძაბულ მდგომარეობაზე მიუთითებს ისიც, რომ საქართველოში გამართულ პრემიერას ვერ დაესწრებიან მთავარი როლების შემსრულებელი მსახიობები, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე.”- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა 8-10 ნოემბერს კინოთეატრებში გაიმართება, რომლის ბლოკირებასაც, პროტესტის ნიშნად, „ქართული მარში გეგმავს“.