დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ეკონომიკის მინისტრს მიმართა და განაცხადა, რომ მთავრობა ერთადერთ სიტყვას, რასაც იყენებს, ჭარბვალიანობაა.
“ჭკვიანმა თუთიყუშმაც კი იცის 100 სიტყვაზე მეტი. მთავრობის და პრემიერ-მინისტრის ერთადერთი სიტყვა არის ჭარბვალიანობა. დაიჩემეთ ჭარბვალიანობა. როდის გაჩნდა ეს ჭარბი ვალი, ხალხი მძიმედ, მაგრამ მაინც იხდიდა კრედიტებს, გაუფასურდა ლარი, 60%-ით დაეკარგა ხალხს შემოსავალი უცხოურ ვალუტაში”,განაცხადა რომან გოცირიძემ