“დაიღალე პუტინისგან? დაისვენე საქართველოში”, “მე გავრილოვი არ ვარ” – ამ და სხვა სლოგანებით 9 ივლისს 14:00 საათზე რუსეთის მოქალაქეები რომლებიც საქართველოში იმყოფებიან პარლამენტთან სოლიდარობის აქციას გამართავენ. რუსეთის მოქალაქეები წერენ რომ მათ ძალიან უყვართ საქართველო. “საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო და თავისუფალი ქვეყანა” წერენ რუსეთის მოქალაქეები სოლიდარობის აქციის ღონისძიებაზე.
აქციის ერთ-ერთი მთავარი მესიჯია ისიც, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერენ და აღიარებენ მათი ქვეყნის მიერ საქართველოს ოკუპაციას.