“დაიმახსოვრეთ ჩვენი სახეები” საუდის არაბეთიდან გაქცეული დები საქართველოში დახმარებას ითხოვენ

„ეს ჩვენ ვართ, დაიმახსოვრეთ ჩვენი სახეები, რადგან შესაძლოა რამე შეგვემთხვას და მომავალში გემახსოვრებათ, რომ თუ ჩვენ ვერ გადავრჩით დაეხმაროთ სხვა გოგონებს საუდის არაბეთიდან.“-ეს წარწერა ტვიტერზე არაბმა დებმა საკუთარ ფოტოს დაურთეს.

საუდის არაბეთიდან გამოქცეული დები საქართველოში იმყოფებიან და დახმარებას ითხოვენ.

დებმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე  ანგარიში გააკეთეს სახელად   Georgia sisters, რომლის მეშვეობითაც ცდილობენ ხმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს და საერთაშორისო საზოგადოებას  მიაწვდინონ. 

დების   მოსაძებნად საქართველოში მამა და ძმა არიან ჩამოსული. ახალგაზრდა ქალების განმარტებით, მათ საფრთხე, პირველ რიგში, სწორედ ოჯახის წევრებისგან   ემუქრებათ.

ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ისინი ამბობენ, რომ საუდის არაბეთის მთავრობამ მათ პასპორტებს ძალა შეუჩერა და  საქართველოს ტერიტორიიდან გასვლას ვერ ახერხებენ.
დები თავშესაფარს მოითხოვენ  სადაც მათი უსაფრთხოება დაცული იქნება.