გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის საარჩევნო კამპანიის დროს ზუგდიდში დაკავებული მანუჩარ ჩხეტია გაათავისუფლეს.
მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. სარეზოლუციო ნაწილი კი 19 აპრილს გამოქვეყნდება.
მანუჩარ ჩხეტიას გამოძიება ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და მომხდარს საარჩევნო ზეწოლას უკავშირებს.
სამართალდამცველებმა ოპოზიციის წევრები გუშინ, ინციდენტის დროს დააკავეს, რომელიც სოფელ ნარაზენში მოხდა.
დასახლებაში საარჩევნო შეხვედრებს გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი მართავდა, რა დროსაც მას უცნობი პირები უთვალთვალებდნენ.
ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები შეეცადნენ, გაერკვიათ, ვინ იყვნენ უცნობები. ოპონენტები დაკავებებს პოლიტიკურ ზეწოლად აფასებენ.