36 წლის დავით მუმლაძის მეგობარი, რომლის ცხედარი მტკვარმა გუშინ რუსთავში გამორიყა, დაკავებულია. ცხედარს 30 –მდე ჭრილობა ქონდა მიყენებული ცივი იარაღით. მისი მეგობარი, გიორგი გეთიაშვილი უკვე 20 საათია ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში იმყოფება. მისი ოჯახის წევრები და ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე მასთან შეხვედრას ან დაკავებულის შესახებ ინფორმაციის მიღებას ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ.
დავით მუმლაძე 1 ოქტომბერს დაიკარგა. მას ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ. გეთაშვილი არის ბოლო ადამიანი, რომელმაც მუმლაძე გარდაცვალებამდე ნახა.გეთიაშვილის მეუღლე ამბობს, რომ მის ქმარს პოლიცია გვამის ამოსაცნობად გუშინ დაუკავშირდა და რუსთავში წაიყვანა. მას შემდეგ კი პოლიციაში ჰყავთ დაკავებული.ადვოკატი ეჭვობს, რომ შესაძლოა მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაზიანებები აქვს მიყენებული და პოლიცია ამის გამო არ აძლევს ახლობლებს და ადვოკატს მისი ნახვის უფლებას.