დალოცვილი იყოს და ღმერთმა შეუწიროს ის ღვაწლი, რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს ქვეყნისთვის-საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ახალ ტაძარში ქადაგებისას ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.
„მინდა, დღეს აღვნიშნო დამსახურება ზოგიერთი საერო და სასულიერო პირების. მადლობას შევსწირავთ უფალს, რომ მოგვცა საშუალება ყოფილიყვნენ თავდადებული მღვდელმთავრები. მოსაყდრე კათოლიკოს-პატრიარქისა მეუფე შიო, რომელიც თავდადებით მოღვაწეობს, მადლობას ვწირავ მას მისი დიდი მოღვაწეობისთვის და ნიშნად ჩვენი მადლობისა ვჩუქნი მას ბრწყინვალე პანაღიას.
ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი, რომელიც მოღვაწეობს აქ, არის შემთხვევები, როცა ამა თუ იმ საქმეს აკეთებს თვითნებურად, მაგრამ აკეთებს ეკლესიის საკეთილდღეოდ. ეპისკოპოსი იაკობი აღყვანილია მთავარეპისკოპოსის ხარისხში. მადლობელი ვართ ჩვენი მორწმუნე ხალხისა, რომ დიდი ღვაწლი გასწია ამ ტაძრის და სხვა ტაძრების მშენებლობაში“,- განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას.
ილია მეორემ სიგელები გადასცა იმ პირებს, ვინც წვლილი შეიტანა ტაძრის მშენებლობაში.