“დალოცვილი იყოს და ღმერთმა შეუწიროს ის ღვაწლი, რომელსაც აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის”- ილია II ივანიშვილს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ახალ ტაძარში ქადაგებისას მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

1700 წელი ელოდა საქართველო ამ ტაძარს – ილია მეორემ ბოდბეში იქადაგა
„მინდა, მადლობა მოვახსენო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. დალოცვილი იყოს და ღმერთმა შეუწიროს ის ღვაწლი, რომელსაც აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის“,- განაცხადა პატრიარქმა.

ილია მეორემ ბოდბელი ეპისკოპოსი მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა, მოსაყდრე შიო კი პანაღიით დააჯილდოვა.

ამასთან, ილია მეორემ სიგელები გადასცა იმ პირებს, ვინც წვლილი შეიტანა ტაძრის მშენებლობაში.

შეგახსენებთ, დღეს წმინდა ნინოს სახელობის ახალი ტაძარი ბოდბეში გაიხსნა. ტაძარში წირვა ილია მეორემ ჩაატარა.

ბოდბეში საზეიმო ლიტურგიას ივანიშვილი, ზურაბიშვილი და ღარიბაშვილი ესწრებიან
გახნას ესწრებოდნენ ბიძინა ივანიშვილი, სალომე ზურაბიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი. ივანიშვილი ბოდბეში, მთაწმინდაზე არჩევნებში მონაწილეობის შემდეგ გაემგზავრა.