ერთ–ერთი დამკვირვებელი, რომელსაც დღეს მთაწმინდის არჩევნების მსვლელობისას 18–ე საარჩევნო უბანზე თავს დაესხნენ თამარ ჩერგოლეიშვილის შვილია. ამის შესახებ ტაბულას დამფუძნებელმა სოციალურ ქსელში დაწერა:
“დამკვირვებლები, რომლებსაც თავს დაესხნენ არიან ჩემი შვილი – კატო კოპალეიშვილი და მისი მეგობარი ანა ბარამიძე (ჩემი მეგობრის შვილი Eka Japaridze).
მე სახელმწიფოს ვთხოვ ეს 41 ნომერი ქაჯი კანონის დაცვით და სიმკაცრის იმ სტანდარტით დასაჯოს, რა სტანდარტითიც ლორთქიფანიძის პიჯაკის შემთხვევაში გამოიყენეს.
არაფერს ზედმეტს არ ვითხოვ – პოლიტიკური ოპონენტების მიმართ რა სტანდარტიც თავად შექმენით, ზუსტად იმ სტანდარტით დასაჯეთ ეს პრიმიტივიც.
ასე ჯობია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
სიუჟეტი ასეთი იყო:
კატო იდგა უბნის შესასვლელში და უბანთან მიმდინარე პროცესს იღებდა. მივიდა ეს ქალბატონი, უთხრა ნუ იღებო. კატომ აუხსნა რომ მისი ინტერესია უბანთან მიმდინარე პროცესის გადაღება და ამის უფლება აქვს. თუ ვინმე წუხდება, შეუძლია უბანს გაეცალოს.
რასაც მოყვა აი ეს ამბავი – ანა ბარამიძე იღებდა, იმას დაარტყა კატო მოასწრო ჩაწერა.“–წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ქართული ოცნების აქტივისტებმა დამკვირვებლებს მე-18 საარჩევნო უბანზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
დამკვირვებლები ყვებიან, რომ მათ ჯერ კაცმა შეაგინათ, შემდეგ კი ქალმა ერთ-ერთი მათგანისთვის ტელეფონის წართმევა სცადა.
მოგვიანებით თამარ ჩერგოლეიშვილმა ამ თემას კიდევ არაერთი სტატუსი მიუძღვნა, მათ შორის კახა კალაძის განცხადებებსაც უპასუხა:
“მიუხედავად იმისა, რომ დილიდან ადგილი ჰქონდა ოპონენტების მხრიდან სიტუაციის დაძაბვის, პროვოკაციების მცდელობას, არცერთი წამით არ შეგვპარვია ეჭვი ჩვენს საერთო გამარჯვებაში” – კალაძე
აჰა UCL ში და Lycée des Pontonniers- ში ასწავლეს ჩემს შვილს პროვოკაციების მოწყობა ქოცი ძონძებისთვის და მიხარია რომ არ აყევით სტერილურო ჯაგებო.“–დაწერა ჩერგოლეიშვილმა.