დამოუკიდებელი დეპუტატები ფრაქციას ქმნიან.
გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო ფრაქციის შექმნას დეპუტატები მარიამ ჯაში, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, ლევან კობერიძე და კობა ნარჩემაშვილი გეგმავენ.
რეგლამენტის მიხედვით, ფრაქციის შექმნისთვის ექვსი დეპუტატია საჭირო.
ფრაქციის სახელწოდება “დამოუკიდებელი ფრაქცია” იქნება და მის თავმჯდომარედ მარიამ ჯაში განიხილება.