დანა უაითი კონორისა და ხაბიბის რემატჩს არ გამორიცხავს

UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა მსუბუქი წონითი კატეგორიის მომავალზე და ყველასთვის საინტერესო ორთაბრძოლის რემატჩზე ისაუბრა.

“დონალდ სერონის წინააღმდეგ ორთაბრძოლა არ იქნება. ეს არავის დაუდასტურებია. კონორს ერთი რამ ნამდვილად სურს – ხაბიბთან ბრძოლა. მივცეთ მას საშუალება, თვითონ აირჩიოს მომდევნო მეტოქე. რაც შეეხება კოვბოის, ის ოფისში იყო მოსული. სურს, რომ ახალი ბრძოლა მალე გამართოს”, – განაცხადა დანა უაითმა.

დონალდ კოვბოი სერონიმ ირლანდიელი მებრძოლი არაერთგზის გამოიწვია. იანვარში UFC Brooklyn-ის ფარგლებში კოვბოის გამარჯვების შემდეგ კონორმა Twitter-ზე დაწერა, რომ მზად იყო გამოწვევის მისაღებად. თუმცა ბოლო განცხადებაში კოვბოიმ კონორ მაკგრეგორი მშიშარად მოიხსენია და მისი და კონორის არ შემდგარი ორთაბრძოლა ირლანდიელს დააბრალა.