პანკისის ხეობაში ქავთარაშვილებსა და მუთოშვილებს შორის დაპირისპირება ჰესის გამო არ დაწყებულა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი “ ავრცელებს.
მისივე განმარტებით, აღნიშნული მიზეზი ლუიზა მუთოშვილის მიერაა მოგონილი.
„პანკისის ხეობაში დაპირისპირება ჰესის გამო არ დაწყებულა. ჰესი ამ დაპირისპირებასთანა არანაირ შუაშია არაა. დაპირისპირების მიზეზი სხვა რამეა. მუთოშვილებსა და ქავთარაშვილებს შორის შეკამათება 4 თვის წინ დაიწყო, ოთხ აგვისტოს. ახლა უნდათ, რომ ჰესზე გადაიტანონ ყურადღება, მაგრამ ჰესი არაფერ შუაში არ არის“,-განაცხადა გარდაცვლილის ძმამ, მერაბ ქავთარაშვილმა.
ის დაპირისპირების შედეგად ადამიანის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
შეგახსენებთ, რომ პანკისში მუთოშვილებსა და ქავთარაშვილებს შორის დაპირისპირების შედეგად მისი მუთოშვილი დაიღუპა, ოთხი ადამიანი კი დაიჭრა.