კახეთში ელისაშვილის მოძრაობის წევრებს ხელისუფლების ადგილობრივი აქტივისტები დაუპირისპირდნენ

დაპირისპირება მოხდა ბოდბისხევის ბაზართან, სადაც “სამოქალაქო მოძრაობა” აქციას -ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები მართავდა.  მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი შიოლაშვილის მხარდამჭერებმა “სამოქალქო მოძრაობის” კუთვილი ბანერები ჩამოხიეს და “სამოქალაქო მოძრაობის” აქტივისტს , ნინო გოგოლაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

წნორის ბაზარში პოლიციის განსაკუთრებული მობილიზაციაა.

ალეკო ელისაშვილი ტერიტორიის დატოვებას არ აპირებს და აცხადებს, რომ მაინც ჩატარებს შეხვედრას ხალხთან.

“ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები” ასე ჰქვია ელისაშვილის და სამოქალაქო მოძრაობის კამპანიას, რომელიც დღეს კახეთიდან იწყება. სამოქალაქო მოძრაობის გეგმის მიხედვით ისინი ჩავლენ ყველა რეგიონში, შეხვდებიან ადგილობრივებს და ამხელენ მაჟორიტარებს –  რა გააკეთეს მათ ხალხისთვის, ბოლო 3 წლის განმავლობაში და რა ქონებას ფლობენ დღეს მაჟორიტარები. პირველი შეხვედრა  სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარის, ირაკლი შიოლაშვილის წინააღმდეგ გაიმართა.