ცოტა ხნის წინ ხმაური იყო პარლამენტთან, ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორები იმ ტრიბუნასთან მისვლას ითხოვენ, სადაც 18 ისინი დღის მანძილზე იდგნენ.
ამის საშუალება მათ არ მისცეს აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შელაპარაკება მოხდა.
პარლამენტთან ტრიბუნა გუშინდელიდან მოყოლებული პრაიდის საწინააღმდეგო აქციის წევრებს აქვთ დაკავებული.
„24 საათია არც ჩვენ გვეძლევა მათთან მისვლის საშუალება და არც მათ ჩვენთან. ამ დროს კონტრაქციის წევრები ჯოგებად შედიან აქედან და იქიდან . პოლიცია ამბობს, რომ არ შედიანო, მაგრამ ვხედავთ, რომ შედიან,“-ამბობს შოთა დიღმელაშვილი.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის განცხადებით, ტრიბუნასთან ანტისაოკუპაციო აქციის რამდენიმე მონაწილე იმყოფება, რომელთან მიახლოების საშუალებას აქციის დანარჩენ ორგანიზატორებს არ აძლევენ.ხოლო ვასაძის მხარდამჭერები თავისუფლად გადაადგილდებიან.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. პოლიციის დანაყოფები, პარლამენტის შენობასთან და მის მიმდებარედ განალაგეს.