დაპირისპირება პარლამენტთან – სამოქალაქო აქტივისტები შესვლას ითხოვენ

სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტში შესვლას ითხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, მათ სახელებზე საშვებია დაშვებული, სამართალდამცველები კი შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

„სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას განცხადებით, „პარლამენტში მთავარი პროკურორობის პერიოდში, ირაკლი შოთაძის მიერ გაყალბებული საქმეების ნუსხის ჩაბარება სურთ“.

ცნობისთვის, პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 14:00 საათზეა დანიშნული.