დაპირისპირება სიღნაღის მერიაში.პედაგოგები ხელფასს ითხოვენ

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში. 5 სამუსიკო სკოლის პედაგოგები მერიისგან 1 თვით დაგვიანებული ხელფასების მიღებას მოითხოვენ.
ისინი დილიდან შეიკრიბნენ, მუნიციპალიტეტის მერის გოგი გოგილაშვილის კაბინეტში შევიდნენ და მოითხოვდნენ მერმა მათ კონკრეტული პასუხი გასცეს.
მათი თქმით, ხელფასები მიზერულია, თუმცა ვერც მის აღებას ახერხებენ. პედაგოგები ამბობენ, რომ სიღნაღის მერმა სამივლინებო ხარჯი 20 ათასი ლარით გაზარდა და პოლონეთში იმოგზაურა, თუმცა აიპების თანამშრომლებისთვის დავალიანების გასტუმრებას არ ფიქრობს.
მერის განმარტებით კი, ის უკვე ესაუბრა ფინანსთა სამინისტროს შექმნილი პრობლემის შესახებ, თუმცა რა რიცხვში მოხდება დავალიანების გასტუმრება, კონკრეტული თარიღი უცნობია.