დაპირისპირება თბილისის ერთ-ერთ სკოლაში-მოსწავლეს ყბა აქვს მოტეხილი

დაპირისპირება თბილისის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის- ჩხუბის დროს მოზარდებმა დაზიანებები მიიღეს, რის გამოც ერთ-ერთი მოსწავლე საავადმყოფოში იმყოფება. როგორც მოსწავლეები ყვებიან, დაშავებულს ყბა აქვს მოტეხილი. 

მეთერთემეტეკლასელები ერთმანეთს სპორტის გაკვეთილზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ადგილზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.