ზესტაფონში ერთ-ერთი დამკვირვებელი უბანზე მერობის კანდიდატის გოგი წულაიას გამოსახულებიანი მაისურით მივიდა. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დამკვირვებელი კომისიის წევრების მოთხოვნას არ დაემორჩილა და უბანზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.
სამართალდამცავებმა ის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს, რომელიც ახლა ზესტაფონის სასამართლოში იმყოფება.
„უყურებთ, აქ ბალაგანია, ამას ხომ არჩევნები არ ჰქვია და ჩვენი კოორდინატორი, რომელმაც აღმოაჩინა სიებში მკვდარი სულები, იყო ამაზე პროტესტი, ამას მოჰყვა შეკამათება და პატრული ამათია, დაურეკეს პატრულს და დააკავეს, ვითომ რაღაცისთვის და გადაჰყავთ სასამართლოში. სიტყვიერი შეხლა-შემოხლა იყო. იციან, რომ ამ სოფელს ვიგებ და ყველაფერს აკეთებენ ამისთვის. წინასწარ ვამბობდი, სვირში არის მობილიზებული თუ ვინმე თანამდებობის პირია ამ ქვეყანაში, თუ ვინმე ეშოვებათ და ამ სოფლიდან არის, ყველა მობილიზებულია, ყველა დატერორებული არის,“ – განაცხადა გოგი წულაიამ.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ოპოზიციური პარტიების გაერთიანებიდან ”ძალა ერთობაშია,” ბაქარ ხიჯაკაძე რეგიონში არსებულ პრობლემებზე და მთავარ გამოწვევებზე საუბრობს. მისი თქმით, ზესტაფონში მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონია, პრობლემებია ასევე ინფრასტრუქტურის მიმართულებით. მისი თქმით, მერად არჩევის შემთხვევაში ამ პრობლემების გამოსწორებას დაიწყებს.