სამეგრელოში წინასაარჩევნო კამპანია ხმაურით მიმდინარეობს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაიაში დაპირისპირება გაერთიანებული ოპოზიციის კამპანიის მსვლელობისას მოხდა.
ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს მათთან სამი აქტივისტი მივიდა და პროვოკაცია მოაწყო.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ პროვოკაციაში სუსის ზონდერები მონაწილეობდნენ და კონკრეტულ გვარებს ასახელებს, რომლებიც პროვოკაციას გეგმავდნენ.
„ეს ადამიანები ყველაფერზე მხად იყვნენ, რომ პროვოკაციაზე წამოეგოთ ჩემი მეგობრები და ჩვენი გუნდი. ყველა მათგანს აქვს ძალიან მძიმე წარსული, ნასამართლეობა და წარმოადგნენ სუს-ის მიერ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს, რომლებსაც აკოორდინირებს მთლიანად სუს-ი, ირკალი შელია, ზაზა შელია, ვალერი ტიბუა, საბა ფირცხალავა, რობერტ ბენდელიანი. ამ ყველაფერს იქვე ადგილზე აკვირდებოდა და კოორდინაციას უწევდა ბატონი ვახანია, რომელიც არის მერიის თანამშრომელი,“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.