“დარწმუნებული ვარ ,ბრექსითი ჩვენთვის ახალ კარს გახსნის”-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ევრონიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტმა სალომე ზურაბიშვილს ბრექსიტთან დაკავშირებით ჰკითხა, რაზეც მან უპასუხა, რომ ბრექსიტის პროცესი დიდი გამოწვევაა და ის ახალ შესაძლებლობებს მისცემს საქართველოს.
“ვფიქრობ, „ბრექსითი“ ნამდვილად ძალიან დიდი გამოწვევაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის ევროპას ახალ შესაძლებლობამდე და ვალდებულებამდე მიიყვანს, იმისთვის რომ რეფორმირება მოახდინოს. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და დარწმუნებული ვარ, ის ჩვენთვის ახალ კარს გახსნის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
„ქართველები გრძნობენ რომ ევროპელები არიან და ნამდვილად არიან ევროპელები. ისინი ევროპის მიმართ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილები არიან და ფიქრობენ, რომ ევროპისკენ მისწრაფებას ალტერნატივა არ გააჩნია, – განაცხადა ზურაბიშვილმა.