“დატოვე პარლამენტი ქუთაისში” – აქცია–პერფორმანსი ამ ლოზუნგით დღეს ქუთაისში გაიმართა. დილიდან პლაკატები ქუთაისის სხვადასხვა ქუჩებში გააკრეს პლაკატები ნიკო ნიკოლაძის, ტიციან ტაბიძის, დავით კაკაბაძის, ნიკო მარის, ექვთიმე თაყაიშვილის და მელიტონ ბალანჩივაძის გამოსახულებით და ამ წარწერით.
პერფორმანსი ორგანიზაციის “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” ინიციატივით გაიმართა, პოსტერების ავტორი კი მხატვარი ლევან ვეკუაა. აქციაზე მხატვრები მოქალაქეებთან ერთად თავიანთი ნამუშევრებით პარლამენტის ქუთაისიდან გადატანას გააპროტესტებენ.
პოსტერების გამოკვრა იმ აქცია-პერფომანსის შემადგენელი ნაწილია, რომელიც 12 მარტს ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში გაიმართება.
ქუთაისში პარლამენტმა მუშაობა 2010 წლიდან დაიწყო. “ქართული ოცნების” მიერ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით 2019 წელს საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა თბილისში განაახლა.