“ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები აცხადებენ, რომ გავრილოვს დარბაზში აღარ შეუშვებენ
“ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა რუსულ დელეგაცია მიმართა დატოვონ პარლამენტის შენობა.
კანდელაკმა განაცხადა, რომ სხდომა რუსი მონაწილეების მონაწილეობით არ ჩატარდება და ასამბლეა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ რუსი მონაწილეები დატოვებენ პარლამენტის შენობას. კანდელაკმა მიზეზებიც განმარტა და კიდევ ერთხელ განაცხადა რომ საქართველოს 20 % რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.
შეგახსენებთ, რომ “ევროპული საქართველო” რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის პარლამენტის სხდომათა დარბაზში ყოფნას აპროტესტებს, გავრილოვმა ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაიკავა და ასამბლეის მონაწილეებს რუსულ ენაზე მიმართა.
19-22 ივნისს თბილისი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას პირველად მასპინძლობს. 26-ე გენერალური ასამბლეის სესიის თემაა “პარლამენტარიზმის წვლილი თანამედროვე სოციალური და პოლიტიკური მოვლენების გააზრებაში”.