“დაურეკეთ ბიძინა ივანიშვილს, შეუთანხმდით და გადადეთ ეს საკითხი“ – ხოშტარია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, პარლამენტის თავმჯდომარეს  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობის გადადება მოსთხოვა.

ხოშტარიას თქმით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ბოლო პერიოდია, მთელი არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო თანამეგობრობა მსჯელობს.