12 ჭრილობა, არც ერთი მკვლელი! ნუ წაახალისებ ძალადობას! ვინ მოკლა სარალიძე! დაუსჯელობა კლავს!- არასამთავრობო ორგანიზაციები სააპელაციო სასამართლოს ეზოში აქციას მართავენ. აქციაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე იმყოფება.
არასამთავრობო ორგანიზაციები საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანას ითხოვენ.
სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი 17:00 საათზე იწყება. არ არის გამორიცხული, რომ განაჩენი დღესვე გამოცხადდეს.
აქცია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ არის ორგანიზებული. მათ შორის არიან: „კონსტიტუციის 42 -ე მუხლი“,“ ახალგაზრდა იურისტები“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“.