შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ვალდებულია,საჯარო სკოლებში ბიუჯეტის სახსრებით მოსწავლეებისთვის უფასო ერთჯერად კვება იყოს.
“ლეიბორისტული პარტიის” პარტიის ლიდერმა ამ ინიციატივით პარლამენტის წევრებს წერილობით უკვე მიმართა. შალვა ნათელაშვილი დეპუტატებისგან პასუხს 26 მაისამდე ელოდება.
„ბავშვების დიდი უმრავლესობა სკოლაში მიემართება მშიერი, გაკვეთილებს ესწრება მშიერი. მოგეხსენებათ, საკვებით გამოწვეულ დეფიციტს მომავალში ვერანაირი სამოთხისებური ცხოვრება ვერ აანაზღაურებს, ისეთ კატასტროფულ შედეგებს იწვევს ეს მოზარდის ორგანიზმზე. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, მოიკელით მილიარდიანი ბიზნესებიდან მოგება, ჯიპები, პრემიები, ხელფასები და დაუყოვნებლივ მიიღეთ კანონი სკოლებში ერთჯერადი საბიუჯეტო კვების დაწესების შესახებ ბავშვებისთვის უფასოდ. ვთხოვ პარლამენტის ყველა წევრს, ამ მიმართვაზე, რომელიც წერილებით გაიგზავნება, გვაცნობოს პასუხი 26 მაისამდე,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.