„მოგესალმებით დიქტატურაში!“ – ეს სიტყვები ნიკა გვარამიამ პროკურატურის შენობასთან მისვლის შემდეგ გააკეთა.
გვარამიას თქმით, ქვეყანაში დიქტატურის ღიად დამყარება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო.
„სტრასბურგის სასამარტლოს სამარცხვინო გადაწყვეტილება გახდა საქართველოში დიქტატურის პანდორას ყუთის გახსნა, ამ გადაწყვეტილებამ ეს გააკეთა. ამის შემდეგ საქართველოში ბოლომდე ფრთები აქვს გაშლილი დიქტატურას და დღეს უბრალოდ ერთ-ერთი სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა აქეთკენ,“ – ამბობს გვარამია.
გვარამამ იმ კონტრაქტზე ისაუბრა, რომელიც ინტერმედიასთან 2015 წელს დაიდო.
“ეს კონტრაქტი იყო სწორი, რადგან 2015 რისკების წელი იყო. შუა წლის განმავლობაში მე დავინახე, რომ ეს რისკები არ მოქმედებდა და დიდი შემოსავალი შეიძლებოდა დაგვეკარგა. ინტერმედიასთან გვქონდა მკაცრი მოლაპარაკება, გამოვიყენე უპირატესობა და მათ დავაბრუნებინე არა 7 არამედ 9 მილიონი შემდეგ წელს. ეს თანხ აკი არ დაკარგულა ეს თანხა დავაბრუნებინეთ. ვუთხარი ინტერმედიას რომ შემდეგ წელს კონტრაქტს არ დავუდებდი.
მეორე საკითხი ბინების. ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ჩემი საჯარო მკვლელობა მოაწყოს და თქვას, რომ გვარამია იპარავს და დალექოს ეს მესიჯი. ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი ქურდი არის ბიძინა ივანიშვილი და არიან სხვა ქურდებიც, მაგრამ მათ შორის, ნიკა გვარამია არ არის.
აუცილებლად უნდა გავცე პასუხი ივანიშვილს.კორუფცია არის ჩემი წითელი ხაზი, მთელი ცხოვრება საჯარო სამსახურში და არამხოლოდ, მე ვიბრძვი კორუფციის წინააღმდეგ და საკუთარი მაგალითით ვცდილობ დავამკვიდრო სტერეოტიპი, რომ შეიძლება იყო მაღალი თანამდებობის პირი და შეიძლება იყო კარგი ტიპი და არ იპარავდე, ეს არის ჩემი მორალური ხერხემალი, ზუსტად კორუფცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა.არცერთ სხვა ბრალზე არ მექნებოდა ასეთი მწვავე რეაქცია. ეხლა მან გადაკვეთა ეს ხაზი მეორედ. მე მას ვპირდები, მას ელის განადგურება და მის კაპიტულაციას ჩავიბარებ მე დ ავიქნები მის მიმართ ბევრად მოწყალე ვიდრე წარმოუდგენია.
პროკურატურას ვეუბნები თქვენ გაქვთ 2 არჩევანი ან ჩემი თავისუფლება ან ჩემი პატიმრობა. მე არ მოგცემთ საშუალებას არცერთი მესამე ვარიანტის. არანაირი კომპრომისი არ იქნება დასვებული მე არ გადავიხდი არანაირ გირაოს, მაღალს უბრალოდ ვერ და დაბალს არ, იმიტომ რომ მე ვარ უდანაშაულო და არ გავაკეთებ კომპრომისს არცერთ შემთხვევაში, დავარღვევ ყველაფერს, არ დავემორჩილები, ვერც ეჟვანს ვერ შემაბამთ ვერც სახლში ვერ დამაბამთ, ან პატიმრობა ან თავისუფლება მესამე არჩევანს მე არ გაძლევთ. ამის გამო ბოდიშს ვუხდი მხოლოდ ჩემი ოჯახის წევრებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდებიან ამით,მაგრამ არაუშავს ჩვენ ავიტანთ, აგვიტანია უარესიც იგივე ადამიანის გამო.
რაც შეეხება ბინების თემას სამარცხვინო ბრტყელ პიარს. მე გავყიდე ჩემი ბინა და მქონდა თავისუფალი სახსრები, რომ მეყიდა ახალი. მთელმა რუსთავი 2-მა იცის, რომ ჩემი შეტანილი ფულით მოხდა ხელფასების გასტუმრება. ამის ყველა საბუთი არსებობს, სესხის ხელშეკრულებაც, ფულიც შეტანის ჩეკიც, თქვე ნაბიჭვრებო ხო გაქვთ ეს საბუთები? როგორ ბედავთ ჩემთვის დაბრალებას რამის მოპარვის, თქვენ ნაბიჭვრებო, კორუფცია და ქურდობა არის ჩემი წითელი ხაზი.არ გაპატიებთ მათ შორის იმას ვინც ეს დებილობა წაიკითხა პირდაპირ ეთერში!
მე არ ვაპირებ მარტო ტელევიზიით, თუმცა მე მაინც გავაკეთებ, მიუხედავად იმისა ჩამსვავენ თუ არა, მე მონაწილეობა სმივიღებ ყველა პლატფორმაში, რომლეიც ბიძინა ივანიშვილს დააზარალებს, ეს არ არის ჩემი არჩევანი ეს არის ბიძინა ივანიშვილის არჩევანი, მე ვიღებ ამ გამოწვევას, მე წავალ პოლიტიკაშიც, მე წავალ საზოგადოებრივ მოძრაობებშიც, ყველგან სადაც ივანიშვილის დასამარება მიმდინარეობს.”-განაცხადა გვარამიამ.