დავით ბაგრატიონ-მუხრანელი რამდენიმე წუთის წინ თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე მივიდა.
საგამოძიებო უწყებაში დავით ბაგრატიონი ყოფილ მეუღლეზე, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება.
გავრცელებული ინფორმაციით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საქართველოში ესპანეთიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.
როგორც ბაგრატიონის ადვოკატი აცხადებს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საგამოძიებო უწყებაში თავისი სურვილით გამოცხადდა.