დავით გარეჯის მონასტრამდე მისასვლელი გზა გაიხსნა

დავით გარეჯის  მონასტრამდე მისასვლელი მონაკვეთი, რომელიც აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს  გადაკეტილი ჰქონდათ, გახსნილია.ამ დროისთვის  სასულიერო პირებს, ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს მონასტრამდე გადაადგილება შეუძლიათ.

სამი დღის განმავლობაში აზერბაიჯანელებს უდაბნოს მონასტერამდე მისასვლელი გზა გადაკეტილი ჰქონდათ  და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებდნენ.

ფაქტთან დაკავშირებით გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, გახსნას პუნქტები, რომლებიც  დაკეტილი იყო.

მონასტრის ტერიტორიაზე 3 დღის მანძილზე გადაადგილება ტურისტებსაც შეეზღუდათ.