დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები გაორმაგებული რაოდენობით იმყოფებიან. მამა კირიონის ინფორმაციით, გუშინდელი დღის შემდეგ საზღვარზე ახლა უკვე 20-მდე აზერბაიჯანელი მესაზღვრე იმყოფება. სასულიერო პირი ფიქრობს, რომ მეზობელი ქვეყნის გეგმები საყურადღებოა და ქვეყნის კულტურული მემკვდირეობა საფრთხის წინაშე დგას. სასულიერო პირები ამბობენ, რომ ისინი დავით გარეჯის დათმობას არ აპირებენ და ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა.
არქიმანდრიტმა კირიონმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და იქ არც ტურისტებს და არც სასულიერო პირებს უშვებდნენ. მოვიანებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ აზერბაიჯანი დავით გარეჯის მონასტრის მიმდებრედ ჩაკეტილ პუნქტებს გახსნის. მესაზღვრეებმა გზა გახსნეს, თუმცა ბილიკს ისევ ავლებენ და მათი რაოდენობაც გაზრდილია.